„კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულელებისათვის დღეიდან ღიაა
დღეს, 28 თებერვალს, მარნეულის ცენტრალური პარკი და
განახლებული მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ ოფიციალურად
გაიხსნა.
„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ოფიციალურ გახსნაზე
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისთვის
რეკრეაციული ზონების მოწყობა პრიორიტეტულია და მერია ქალაქში არსებული
სხვა პარკებისა და სკვერების განახლებასაც აპირებს.
„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტერიტორია ფუნქციურად რამდენიმე ზონადაა
დაყოფილი. მოეწყო საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებით,
გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია
სპორტული ტრენაჟორებით.
ძეგლის უკანა მხარეს მოეწყო დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, ღია
ამფითეატრი, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის
რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს
„ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.
რადიო „მარნეული“