კორონავირუსის გამო მარნეულის მერი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის გადადებას არ გამორიცხავს
კორონავისრუსის გამო, შესაძლოა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მოგვაწდა და თქვა, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გართულდება, მარნეულში ღონისძების გადადებას არ გამორიცხავს. 

„ჩვენ ყოველიშემთხვევეისთვის გვაქვს მაინც გამოცხადებული ტენდერი იქიდან გამომდინარე, რომ ნოვრუზ ბაირამი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია მარნეულელებისთვის. თუ იქამდე ქვეყანაში(21 მარტამდე) სიტუაცია არ გართულდა და პრობლემური ვითარება არ შეიქმნა, ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მზად ღონისძიების ჩასატარებლად. თუ იგივე სიტუაცია დარჩა და 21-მდე გადაიდო ყველაფერი, თავისთავად ჩვენც გადავდებთ ამ ღონისძიებას“ - თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით თვითმმართველობამ 18 975 ლარიანი ტენდერი 2 მარტს გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გააუქმა.

სწავლა გადაიდო საჯარო სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბის სადენზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო ტრანსპორტსა და სავაადმყოფოებში.

რადიო "მარნეული"
თეა დავაძე

Print