ბუნებრივი წყაროების დაშრობის გამო წერაქვში ჭაბურღილს მოაწყობენ
მარნეულის მერიამ სოფელ წერაქვში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 7 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


როგორც რადიო მარნეულს, მერიის საზოგადოებსან ურთიერთობის განყოფილებაში უთხრეს, წერაქვში ჭაბურღილის მოწყობა ბოლო პერიოდში გახშირებულმა ბუნებრივი წყაროების დაშრობამ და მდინარე დებედას წყლის დონის შემცირებამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტი პროექტის შესყიდვის შემდეგ ტენდერს სამუშაოებზე გამოაცხადებს.

როგორც ტენდერიდან ირკვევა, სოფელ წერაქვში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა, არსებული რეზერვუარი შეკეთდება და საპროექტო ჭაბურღილებიდან არსებულ რეზერვუარამდე მაგისტრალი მოეწყობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის მერიამ ტენდერი 6 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 14-დან 16 მარტამდე პერიოდში შეეძლებაათ.

Print