მარნეულელ სპორტსმენებს თვითმმართველობა ფულად ჯილდოს გადასცემს
მერია მარნეულელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოთი წაახალისებს. ამის შესახებ ინფორმაცია, 11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა ბესიკ გუჯეჯიანმა გამოიტანა.

"ვაჟა მუმლაძე, რომელიც 67 წლისაა ის ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მეორე სპორტსმენი არის გიორგი გუჯეჯიანი, რომელიც მონაწილეობს პროფესიონალ რინგზე, ჩატარებული აქვს მრავალი ორთაბრძოლა და ემზადება სარეიტინგო ბრძოლისთვის, რომელიც არის 8 რაუნდიანი. 700 ლარით რომ დავეხმაროთ, არ იქნებოდა ურიგო".-
თქვა ბესიკ გუჯეჯიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის თქმით, საკრებულო მერიას შუამდგომლობით მიმართავს და სწორედ მერია მიიღებს გადაწყვეტილებას წასახალისებელი თანხის ზუსტ რაოდენობაზე.

"მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სპორტსმენს, ნებისმიერ სახეობაში ჩვენ, როგორც საკრებულო და ასევე მერია ყოველთვის მზად ვართ გვერდში დავუდგეთ რათა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ" -თქვა ამირან გიორგაძემ .

ორი სპორტსმენის წახალისების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები