მარნეულის მერია ბაგა-ბაღებში დარჩენილ კვერცხებს სოციალურად დაუცველებს გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება დარჩენილ მალფუჭებად პროდუქტს მერიას გადასცემს. მერიის სოციალური სამსახური კი პროდუქტებს სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგებს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერნაულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა თქვა, მალფუჭებადი პროდუქტებიდან მხოლოდ კვერცხებია დარჩენილი.

„რძე გაფუჭდა. ახლა მხოლოდ კვერცხებია დარჩენილი და უნდა დავითვალოთ სულ რამდენი. როდესაც დავითვლით სოციალურ სამსახურ გადავცემთ და ისინი გადაანაწილებენ ბენეფიციარებზე“ - გვითხრა ზაურ ქარიმოვმა

ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა აღნიშნა, რომ არამალფუჭებადი პროდუქტები შესაბამის პირობებში ინახება და მათი ვარგისინობა პირველ აპრილზე, სასწავლო პროცესის სავარაუდო აღდგენის დღეზე, მეტ ხანს გასტანს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააღმზრდელო პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო, ბაგა-ბაღების გაერთიანება, პროდუქტებთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით ბაგა-ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი კორონავირუსის გამო შეწყდა.

რადიო „მარნეული“

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები