მარნეულის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მერია ხუთ ახალ ავტობუსს შეიძენს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავრობუსების შესაძენად ტენდერი დღეს, 19 მარტს, გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებეის მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარს დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ ავტობუსები, ტენდერის სახელწოდებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5 ახალი ავტობუსი ქალაქ მარნეულს მოემსახურება.

ქალაქ მარნეულში მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვის ტენდერში მონაწილე კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია.

რადიო „მარნეული“

Print