მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა - მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო რეჟიმზე გადადის. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 23 მარტს, 00:30 საათზე ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთა.

"დღეიდან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევების, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საველე ჰოსპიტალი ხოლო „ავერსის“ კლინიკა გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულება.

მარნეულის ტერიტორიაზე ნაწილობრივ შეზღუდული იქნება მედიასაშუალებების ფუნქციონირებაც. ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებენ მუნიციპალიტეტში არსებული მედიასაშუალებები, ხოლო ცენტრალურ მედიას ინფორმაციის მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან მოუწევს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია