Covid-19-თან დაკავშირებული ცხელი ხაზები ეთნიკური უმცირესობების ენაზე არ ფუნქციონირებს
stopcov.ge-ზე გმოქვეყნებული ცხელი ხაზის ნომრებიზე (1505 და 116 001) შეტყობინების განხორციელება მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი. 1505 ხაზი გადატვირთულია. რაც შეეხება მეორე ცხელი ხაზის ნომერს, (116 001) დარეკვისას გვითხრეს, რომ მაქსიმუმ რუსულ ენაზე შეუძლიათ გასაუბრება. ოპერატორს არ ჰქონდა ინფორმაცია ჰყავთ თუ არა მათ აზერბიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ოპერატორები.

როგორც რადიო "მარნეულს" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტში განუცხადეს, 1505 და 116 001-ზე ინფორმაციის მიღება ეთნიკური უმცირესობების გასაგებ ენაზეც იქნება შესაძლებელი, თუმცა კონკრეტულად როდის, უცნობია

23 მარტიდან მარნეულში გამოცხადდა კარანტინი. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები