მარნეულის სოფლის ექიმები 90-მდე დადგენილი კონტაქტის შესამოწმებლად ემზადებიან
მარნეულის სოფლის ექიმები 90-მდე კონტაქტის შესამოწმებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ ეკიპირების მოტანას ელოდებიან რის შემდეგაც ექიმები მუშაობას შეძლებენ.

„ვიდრე სოფლის ექიმები არ დაბრუნდებიან და ინფორმაციას არ მოგვაწოდებენ, არფრის თქმა არ შემიძლია მანამდე“
- თქვა ეთერ ლაფერაძემ

მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 90-მდე კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი, 22 მარტს, დაუდგინა. ის თბილისის საუნიერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19 მანეული
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები