მარნეულში საკმარისი პროდუქტი და მედიკამენტებია - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არაა. აღნიშნული განცხადება რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოცხადებული ყველა ტენდერი კვლავ ნარჩუნდება, მაგრამ სატენდერო კომისია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეკრებას ვერ ახერხებს.

„რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გავდივართ კონსულტაციებს და გვეცოდინება ზუსტად რა რეჟიმზე გადავალთ ამ მიმართულებით“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მერიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული.

„კორონავირუსთან დაკავშირებით რამოდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ესაა, მოსახლეობის ტესტირება, სოფლის ექიმებთან ერთად ჩვენი წარმომადგენლები სოფლებში, საკრებულოს წევრები, ყველა ჩართულები არიან ამ პროცესში. ასევე, ჩვენ ვიწყებთ მოქალაქეებისათვის დახმარების პროგრამას მედიკამენტებით და სურსათებით“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების საკმარისი რაოდენობაა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მაღაზიებში სურსათი აღარ იქნება, შემოტანა თბილისიდან მოხდება.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები