მარნეულში სოციალურად დაუცველი 100 ოჯახი პირველადი მოხმარების პროდუქტებს მიიღებს
მარნეულის მერია დღეს, 24 მარტს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ 100 ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტებს გადასცემს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარების პროგრამა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

„100 ოჯახით ვიწყებთ, თუმცა რაოდენობას გავზრდით და ყოველდღიურად უფრო მეტ ოჯახში შევალთ. სურსათია: ზეთი, ფქვილი, შაქარი, კარაქი, პური, ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ.“, - ამბობს ზაურ დარგალი.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ სოციალური პაკეტებისათვის თანხა მარნეულის მერის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება მოსახლეობისათვის პირველადი საჭიროების პროდუქტების დარიგებაში.

მარნეულის მერის მტკიცებით, მუნიციპალიტეტში სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტი არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიებში მარაგი ამოიწურა, ის თბილისიდან შეივსება.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია, განთავსებულია სულ 12 ბლოკ-საგუშაგო და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები