მარნეულელი ქალის ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა - პაატა იმნაძე
მარნეულში დაინფიცირებული ქალის 4 ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინატო საბჭოს სხდომის შემდგომ გააკეთა.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები“
- განაცხადა პაატა იმნაძემ

მარნეულელი პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში იყო მოთავსებული. კორონავირუსზე შემოწმება „ჯეო-ჰოსპიტალის“ 20-მა ექიმმა და პაციენტმა გაიარა. როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ტატა შენგელაიამ უთხრა, ოცივე ადამიანის ტესტზე პასუხი უარყოფითია.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები