უკვე გვაქვს კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევებიც – იმნაძე
დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების წყაროებს თურქეთიდან შემოსული ადამიანებიც დაემტნენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს დამატებული შემთხვევებიდან ახალი კლასტერი არც ერთი არ არის. ოთხი ადამიანი არის მარნეულელი პაციენტის ოჯახის წევრი, ანუ მისი ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. დაინფიცირების წყაროებს დაემატა აშშ-დან და თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასე რომ, ვირუსის შემოტანის გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა და ჯერჯერობით, ყველა კონტროლდება,” – ამბობს იმნაძე.

24 მარტის 15 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 67 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 055 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 25-ზე მეტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები