დაშტაფაში ჩარჩენილი ექიმები სამეზობლოში კორონავირუსზე ინფორმაციას ავრცელებენ
ბინათ მამედოვი 21 მარტს მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნად ოჯახში ჩამოვიდა. ბინათი პროფესიით ექიმია და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს , პარალელურად კი სწავლობს. ერთი დღით, სოფელ დაშტაფაში ჩაოსულმა, უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. ელოდება როდის გაიხსნება კარანტინის ზონად გამოცხადებული მარნეული მანამდე კი საკუთაი პროფეისიით სოფელში მეზობლების დახმარებას ცდილობს.

„სრულიად შეიცვალა დაშტაფაში ცხოვრრების წესი, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით. ქუჩები დაცარიელებულია, გარეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გადიან. წესით გუშინ თბილისში უნდა ვყოფილიყავი მაგრამ არ გამიშვეს, მთავარი ახლა სიფრთხილეა, ჩვენც უნდა დავემრჩილოთ წესებს. მუდმივად ხომ კარანტინში არ ვიქნებით? სამსახურშიც ყველა გაფრთხილებული მყავს.“

ბინათ მამედოვის მსგავსად მოულოდნელად აღმოჩნდა კარანტინში მისი მეგობარი , ნემეტი, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ბინათის სახლში აღნიშნავდა. ნემეტიც ექიმია. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

„იცით, რომ ბოლნისიც ჩაკეტილია, ჩემს სახლში ვერ მივდივარ, მეოთხე დღეა აქ ვარ დაშტაფაში. საგანგაშო სიტუაციაა, მინდა, რომ ყველამ დაიცვას თავი გარეთ გასვლისგან. დაიცვან ჰიგიენის წესები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დაშტაფაში ბინათის თანასოფლელებს რჩევებსაც ვაძლევ. ვუხსნი, რომ საშიში ვირუსია COVİD-19 და ხშირად დაიბანონ ხელი ანტისეპტიკური საშუალებებით. ჩემი ოჯახის წევრევბი სულ მირეკავენ, უნდათ რომ ჩავიდე ბოლნისში, მაგრამ ვუხსნი სიტუაციას რომ ვერ ჩავალ ჯერ“

ბინათი და ნემეტი ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან და ელოდებიან როდის გაიხსნება ჩაკეტილი მარნეული და ბოლნისი.

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი, 22 მარტს დაუდგინა. ის თბილისის საუნიერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები