ყველანი ვიყავით წლისთავზე, მაგრამ მხოლოდ სიცხე გაგვიზომეს - დაავადებული ქალის მეზობელი
მარნეულში ქუჩაზე, სადაც კორონავირუსით დაიფიცირებული ქალი ცხოვრობს, განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, დაინფიცირება ქალის დედის წლისთავზე მოხდა, სადაც ამ ქუჩაზე მცხოვრები სამეზობლო იმყოფებოდა.

13:00 საათისთვის, ამ ქუჩაზე მხოლოდ სამი ახალგაზრდა ბიჭი იდგა. დისტანციის დაცვით.

კარანტინის პირველივე დღეს, ყველას ტემპერატურა გაუზომეს და თვითიზოლაციაში ყოფნა სთხოვეს.

ქუჩიაზე სადენზინფექციო სამუშაოები ჯერ არავის ჩაუტარებია.

მეზობელი ქალი ამბობს, რომ ამ ქალს (დადასტურებული შემთხვევა იგულისხმება) ვირუსი არ დაუდგინეს და უბრალოდ ჯამრთელობის პრობლემები აქვს.

„ როგორც ვიცი, მას ვირუსი არ დაუდგინდა, არც მის დას. უბრალოდ მას გული აწუხებს, შაქარი აქვს და წლისთავზე გაცივდა , ამას კი ფილტვების ანთება მოჰყვა“

მეზობელი ქალი ჰყვება, რომ ყველანი იყვნენ წლისთავზე და ერთმანეთი გადაკოცნით მოინახულეს. ექიმებებს მათთვის ანალიზი არ აუღიათ და მხოლოდ სიმპტომებზე შეამოწმეს.

მეორე მეზობელი გვიყვება, რომ როგორც კი ქალის კორონავირუსი დაუდასტურდა, პატრულის, მერიის თანამშრომლებმ დაურეკეს და თვითიზოლაცია სთხოვეს და უთხრეს, რომ დარღვევის შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ.

„მეც ვიყავი წლისთავზე, მაგრამ ალბათ, რისკ ჯგუფში უფრო ქალები არიან. ხომ იცით ჩვენთან ქალები და კაცები ცალკე სხდებიან. არ მჯერა, რომ ამ ქალს ვირუსი აქვს. მაღაზიაში მუშაობისასაც ჯამრთელობის პრობლემები ჰქონდა და გაციებისგან გაურთულდა. მისი ოჯახის წევრები, როგორც ვიცი, ამ დროისთვის კარგად არიან. ზოგადად ამ ვირუსის არსებობა მაეჭვებს, თუმცა სახლიდან არ გამოვდივარ.“

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მეზობელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ქალის 4-მა ოჯახის წევრმა, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ინფიცირების შესახებ ინფორმავია მედიასაშუალებების მეშვეობით გაიგეს.

„როდესაც დღეს გავიგე, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა ოჯახის წევრებს და ისინი უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, მაშინვე დავურეკე იმ ქალის ოჯახის წევრს და ვკითხე თუ სად იყო. მითხრა, რომ ყველა სახლში ვართ და არც არაფერი არ ვიცითო, ჯერ არ არის ჩვენი პასუხები ცნობილიო. ჯერ ამ ადამიანებმა არ იცოდნენ და მედიამ როგორ გაიგო მათზე ადრე? და რანაირად არიან საავადმყოფოში, როდესაც ჯერ კიდევ აქ იყვნენ.

წეხან მოვიდნენ ადამიანები და ახლა წაიყვანეს ის 4 პიროვნება, უთხრეს, რომ კორონავირუსი დაგიდასტურდათო. იმ ოჯახში კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს, დაინფიცირებულ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, მათ მიმართ რატომ არ გაატარეს რაიმე ღონისძიება?“
- წერს ემილია ბაირამოვა

რადიო „მარნეული“ დაინფიცირებული ქალის ძმას დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ დღემდე მისი ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო. მისი თქმით, კორონავირუსზე ანალიზი 7 ადამიანს აუღეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ პაციენტების პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, მათ შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები