ეროვნული ბანკი 25 მარტის სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის
ლარის გაუფასურებისა და სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 24 მარტის განცხადებაშია ნათქვამი.

"კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით", — წერია განცხადებაში.

24 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 21 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 25 მარტს 1 აშშ დოლარი 3,4494 ლარი ეღირება. ლარი 28 თეთრით გაუფასურდა ევრო მიმართ. 1 ევრო 3,7436 ლარი ეღირება.

წყარო: On
Print