"სადენზინფექციო ხსნარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს" - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დღეს, 25 მარტს, მარნეულში ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. სპეციალური ტექნიკა სადენზინფექციო ხსნარს ქუჩებში ასხავს.


დეზინფექციის მომენტში ქუჩაში ხალხი დადის და მანქანა მათ არ ერიდება.  ამ დროისთვის ქალაქში მოსახლეობაც შეინიშნება და ძირითადად ბანკებთან დგანან.  როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოში უთხრეს, სადენზინფექციო ხსნარი, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დეზინფექცია ჩატარდება სოფლებშიც. დაახლოებიით 16:00 საათზე, სპეციალურმა მანქანამ სოფელი საიმერლო შემოიარა.



მარნეულშ კარანტიბის მესამე დღეა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.


Print