მარნეულის მუფტი მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრი, მარნეულის მუფტი ჰაჯი ჰაფიზ ფოლუხოვი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

მარნეულის მუფტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სახლიდან გასვლისაგან თავი შეიკავონ.

„ჩვენი მომავალი თაობის, შვილებისა და ადამიენბისათვის სახელმწიფოს და ექიმების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და მოწოდება უნდა შევასრულოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან შორს ვიყოთ. წინასწარმეტყველი ამბობდა „ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ნიშნავს ყველას გადარჩენას, ერთი ადამიანის მოკვლა კი ყველას მოკვლას“. დაავადებისაგან თავის არიდების ერთადერთი გზაა, რომ ჩვენ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. მოთმინებით ვილოცოთ, რომ ეს სირთულე დამთავრდეს. ყველას გთხოვთ, დარჩით სახლებში. ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება! ღმერთ უყვარს ის ადამიანი, ვინც მოთმინებას იჩენს“. - აცხადებს ჰაჯი ჰაფიზ ფოლუხოვი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ კორონავირუსის პრევენციისათვის ყველა რელიგიური ღონისძიება შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილეა 20 მარტს მიიღეს.

მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები