რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Су-27 შავ ზღვაში ჩავარდა – РИА
სააგენტო РИА Новости-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფონავი Су-27 შავ ზღვაში ჩავარდა. სააგენტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ცნობით, თვითმფინავი შავი ზღვის თავზე გეგმურ ფრენებს ასრულებდა. მათივე განცხადებით, პილოტის ძებნის ოპერაციას ცუდი ამინდი უშლის ხელს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print