სიახლე
სადახლოელები ამბობენ, რომ კარანტინის შემდეგ სოფლიდან ნარჩენები არავის გაუტანია
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების შემდე, სოფელ სადახლოში ნაგვის ურნები სავსეა სადახლოს მცხოვრებლების თქმით, აქამდე მათთან ნაგავმზიდი მანქანა მიდიდოდა და ყოვლედღე გაჰქონდათ ნარჩენები, თუმცა რამდენიმე დღეა მათთან არავინ გამოჩენილა. სადახლოში 7 000 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, სანაგვე კონტეინერები აქა-იქ თუ დგას.

„კორონავირუსი ცხოვრების წესზე, ძირითადად კი ადმაიენბის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს. თითქოს ცხოვრება შეჩერდა. ამიტომ, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და სისუფთავე დაიცვას“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ვერ იჯერებს, რომ სადახლოში მათი ნაგავმზიდი კარანტინის გამოცხადების შემდეგ არ ყოფილა.

„გამორიცხულია, სადახლოში კვირაში 4-ჯერ დადის მანქანა, პროვოკაციებს ნუ აყვებით. პროცენტი არ არსებობს იმისა, რომ სადახლოში მანქანა არ მისულიყო. ყოველდღე ნაგავსაყრელზე შემოდის ნაგავი და საედან მოაქვთ აბა?“ - გვითხრა ლერი მუმლაძემ.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ავტორი:დურდანა ხუდიევა

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია