სიახლე
უფასო პირბადეები მოსახლეობას - წითელსოფლელები აქციას აგრძელებენ
წითელსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრები სოფლის მოსახლეობას დღეს, 27 მარტს, საკუთარი ხელით შეკერილ 10 პირბადეს მიაწვდიან. ადგილობრივმა აქტივისტებმა პირბადეების კერვა 25 მარტს დაიწყეს და ეტაპობრივად სოფლის ყველა მკვიდრს მრავალჯერადი მოხმარების დამცავ საშუალებას მიაწვდიან.

„გუშინაც 10 პირბადე და შემორჩენილი 10 რეზინის ხელთათმანი დავარიგეთ. დღესაც დავამზადებთ პირბადეებს, მაგრამ მასალის შოვნა ცოტა გვიჭირს“, - ამბობს რადიო „მარნეულთან არამ აკოფიანი




პირბადეები დოლბანდის ორმაგი ფენისაგან შეკერეს. ეს გადაწყვეტილებმა ახალგაზრდებმა ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო მიიღეს. მათ ასევე სურთ, ამ ფორმით დაანახონ თანასოფლელებს ახალი კორონავირუსის საფრთხე.

„გუშინ ჩემთანაც მოვიდნენ და ჩვენი ცენტრის წევრებთან და გვთხოვეს, თუ პირბადეები გაქვთ მოგვეცითო. ჩანს, რომ მოსახლეობა უფრო სერიოზულად ეკიდება საკითხს“, - ამბობს წითელსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი. მათი მიზანია პირბადე ყველა თანასოფლელისთვის შეკერონ.




#დარჩისახლში #ნუმალავპრობლემას - ამ სახის გზავნილებს, 25 მარტს, წითელსოფლელი ახალგაზრდები სოფლის ტერიტორიაზე ავრცელებდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შინ დარჩენილიყვნენ და სიმპტომები არ დაემალათ.

მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება სამთავრობო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია