ქსენოფობობიურ განცხადებებთან დაკავშირებით მარნეულელებმა პროკურატურაში იჩივლეს
ქსენოფობობიურ განცხადებებთან დაკავშირებით მარნეულელებმა პროკურატურაში იჩივლეს.
მარნეულელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესბების მიმართ გამოხატული ქსენოფობიური განცხადებების გამო, პროკურატურაში იჩივლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ საკრებულოს დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზად ქერიმოვმა უთხრა. მისი თქმით, სიძულვილის ენის გამომხატველი კომენტარები სოციალურ ქსელში მას შემდეგ ვრცელდება, რაც საზოგადოებამ მარნეულში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გაიგო. დასნებოვნებული ქალის ეთნიკურობას არაერთი უსვამს ხაზს და აზერბაიჯანელების მიმართ აგრესიას გამოხატავს.

„ზოგიერთმა ძალამ ამით სარგებლობა დაიყო. ათასგვარ რამეს წერენ, წადით თქვენს ქვეყანაშიო. ძალიან შევწუხდით უკვე. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, მზად ვართ ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. შემთხვევით სარგებლობენ ახლა დ ა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შეურაცხყოფენ“

საკრებულოს დეპუტატმააღნიშნა, რომ ადამიანები, ვინც სიძულვილის ენას საზოგადოებაში ავრცელებებ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

„ჩვენ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ და ეს ადამიანები იმას ვერ ხედავენ რომ მარნეულში მხოლოდ აზერბაიჯანლები კი არ ცხოვრობენ. აქ ქართველებიც სომხებიც და 85 % აზერბაიაჯნელბი ცხოვრობენ. ისინი მხოლოდ ჩვენ არა , მარნეულს და ბოლნისს აყენებენ შეურაწყოფას. ჩვენ ამა არ დავუშვებთ“

მარნეულში კარანტიბის მესამე დღეა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.




"Marneuli" Radiosu
Print