სოლიდარობის წერილი ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობას
ამ წერილს გწერთ საქართველოს რიგითი მოქალაქეები და ყველას მოვუწოდებთ თქვენი მხარდაჭერისკენ.

პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოგიხადოთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჟღერებული შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა მიაყენა ბოლნისის და მარნეულის მოსახლეობას.

გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ასე. გაფასებთ, როგორც მეგობრებს, ნაცნობებს, თუ უცნობებს, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს და მადლობას გიხდით იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც საერთო კეთილდღეობისთვის სწევთ. ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვიაზრებთ საერთო სოციალურ გამოწვევებს.

პანდემიამ განსაკუთრებით გამოკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა წყალზე ხელმისაწვდომობა და დღიურ ხელფასზე დამოკიდებული ადამიანების სასოწარკვეთა. არ არსებობს საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის პრობლემა ცალკე, ის ყველას პრობლემა თანაბრადაა.

მთელი გულით გიცხადებთ სოლიდარობას და შექმნილ რთულ მდგომარეობაში გისურვებთ მხნეობას.

#Həmrəylik #სოლიდარობა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები