სიახლე
ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა – შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ხანდაზმული ქალი შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.

ადგილზე ამ დროისთბის სახანძრო სამაშველო სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

წყარო: tv4.ge
| Print |