რუსთავის პარკი დაიკეტა
რუსთავის ცენტრალური პარკი დაიკეტა.

ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, პარკში შესვლა გაცემული რეკომენდაციების გამო შეიზღუდა.

"ქალაქის ცენტრალური პარკი 10 დღით დავკეტეთ, მიზეზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა. მივიღეთ რეკომენდაციები რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მოძრაობა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. დავაკვირდებით მოვლენებს და თუ წესების გამკაცრება კიდევ უფრო საჭირო გახდა კიდევ დამატებით შეზღუდვებს დავაწესებთ. ამ დროისთვის მთავარია ყველა დარჩეს სახლში, ნაკლები ვიაროთ და მოვერიდოთ ღია ურთიერთობებს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გამოცხადდა და მისი ვადა 21 აპრილს იწურება.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები