31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი დაწესდება

” ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება.

ეს კარანტინი ნიშნავს, რომ სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ისე ქალაქებს შორის“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო მკაცრდება. , საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტი საათი. მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საგანგებო რეჟიმი საქართველოში 21 მარტიდან  დაწესდა. 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის განიკურნა 18 ადამიანი. 

 

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები