კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური მობილური აპლიკაციის დანერგვაზე ვმუშაობთ – გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მუშაობს მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

ამის შესახებ გაბუნიამ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, შეკითხვაზე პასუხად, სხვა ქვეყნების მსგავსად, ხომ არ მუშაობს სახელმწიფო იმ ტიპის მობილური აპლიკაციის დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეს აფრთხილებს, რომ შესაძლოა იმყოფებოდეს ინფიცირებულ პირთან ახლოს

„რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზრუნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც,“ – განაცხადა გაბუნიამ.

წყარო: publika.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები