„სოკარ ჯორჯია გაზი“ განმარტავს, როგორ დაუბრუნდება თანხა აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვის გადასახადი გადაიხადეს
აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი, სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ, – ამის შესახებ „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია სამი თვის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ განმარტავენ, რომ სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

„იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.

სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“ ,
– აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: primetime.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები