ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 1 აპრილს, ბულგარეთიდან
საქართველოს 102 მოქალაქე ჩარტერული რეისით ჩამოვიდა. ისინი 14-დღიან
სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
„რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი
კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში
არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ
ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა“,
– წერს სამინისტრო.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჩარტერულo რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი – თურქეთის
საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო ვერ შეძლეს
სამშობლოში დაბრუნება.
ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია Myway Airlines-მა
შეასრულა.