მდინარე ვერეში ცხედარი იპოვეს, დაწყებულია გამოძიება
მდინარე ვერეში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ
გზასთან ახლოს, დღეს, 2 აპრილს, ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
მთავარი ფოტო: ანა მიქაძე-ჩიკვაიძე/Facebook