საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
148-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -319 პირი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული
ადამიანების რიცხვი 18-ით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.