საქართველოში კორონავირუსისგან 27 ადამიანია გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსისგან 27 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული
შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27.