მარინა ეზუგბაია - თუ დღეში 18-20 ახალ შემთხვევას შევინარჩუნებთ, ეს დიდი ტრაგედია არაა - ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში შიდა გადაცემაა დაწყებული, დღეში 18-20 ახალი შემთხვევა ბევრი არ არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ასეთი მატებით გაგრძელდა, პრობლემა დიდი დანაკლისის გარეშე გადაილახება.

“ჩვენ 115 ინფიცირებულიდან ავედით 148-ზე. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისებისა და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ, დღეში ვთქვათ 18-20 ახალ შემთხვევას, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები