„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული
ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას
გულისხმობს”,
– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა
ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს – შედარებით
მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ
შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6
ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს
გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით – 1 წლის ვადით მთავრობის
მიერ“, – ამბობს ჟორჟოლიანი.
მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის
უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.
„ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას,
წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით”,
– ამბობს დეპუტატი.
„მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად
მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების
გადადგმისა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
წყარო: puplika.ge