საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 155-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 155
-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.
ინფორმაციისთვის, 155 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.