კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეორე
ადამიანი გარდაიცვალა,
– ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან
რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი არის 81 წლის ქალი, რომელსაც თანდართული სხვა
მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.
გუშინ, 4 აპრილს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა
დაფიქსირდა.
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 170-ია.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 36; გარდაცვლილი – 2;