საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა, – ამის
შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა
განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი არის 81 წლის ქალი, რომელსაც თანდართული სხვა
მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 170-ია.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 36; გარდაცვლილი – 2;