საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი არის 81 წლის ქალი, რომელსაც თანდართული სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 170-ია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 36; გარდაცვლილი – 2;
Print