62 წლის მარნეულელი ქალის კორონავირუსზე ჩატარებული პირველადი ტესტი უარყოფითია

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, რომელიც მარნეულიდან იყო შემოყვანილი, კორონავირუსზე პირველადი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, ხვალ ჩატარდება განმეორებითი ტესტი და ეს ქალბატონი კლინიკას რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს.

ჩვენ გვყავდა პაციენტი, ქალბატონი, მარნეულ-ბოლნისის ზონიდან, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. ეს ქალბატონი რამდენიმე დღის წინ მოიხსნა აპარატიდან. დღეს გავიდა 14 დღე და მინდა გითხრათ, პირველადი ტესტი კოვიდინფიცირების შესახებ მოვიდა უარყოფითი. ხვალ ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა და ეს ქალბატონი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“,- განაცხადა რატიანმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები