საქართველოში COVID-19 დაინფიცირებულთა რაოდენობა 188 გაიზარდა


საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები