რუსთავში მაღაზია "2 ნაბიჯი" გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გვიან ღამით XIX მიკრორაიონში არსებული
მაღაზია ერთმა პირმა გაქურდა.
დამნაშავემ მაღაზიაში მინის გატეხვის შემდეგ შეაღწია, მოპარულია 70
ლარამდე ღირებულების სიგარეტი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: inforustavi.ge