ონის მერთან ერთად, მერის მოადგილეც გადადგა
დღეს ცნობილი გახდა, რომ ონის არჩეულმა მერმა ემზარ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზი უცნობია. ის bm.ge-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მერის პრეს-სამსახურმა კი, თავად ფაქტი დაგვიდასტურა. „ფაქტს გიდატურებთ, მაგრამ მიზეზები ჩემთვის უცნობია“, - უთხრა bm.ge-ის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მერთან ერთად პოსტი მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემაც დატოვა.

Tv “იმედის“ ინფორმაციით,ორივემ გადადგომის შესახებ განცხადებები პარასკევს, 3 აპრილს დაწერეს. ვინ შეასრულებს მერის და მისი მოადგილის მოვალეობას, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისთვის: ემზარ საბანაძე შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის მამაა.

წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები