ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 6 ბავშვი მკურნალობს.

რაც შეეხება 2 წლის ბავშვს, მაკა სოლოღაშვილის თქმით, 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ბავშვის მდგომარეობა კარგია.

"13 წლის ბავშვის მდგომარეობაც კარგია, ბავშვი კარგად გრძნობს თავს, მიმდინარეობს პნევმონიის ალაგება," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები