სიახლე
62 წლის მარნეულელი ქალი სავარაუდოდ კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით 62 წლის ქალი მარნეულიდან კორონავირუსზე განმეორებითი უარყოფითი ტესტის შემთხვევაში კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება.
რატიმანა განაცხადა რომ 5 აპრილს ქალს ჩაუტადრა პირველადი ტესტი და ის უარყოფითია.

"ქალბატონი, რომელიც არის კლინიკაში 62 წლის, მარნეულის კლასტერიდან,პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი, დღეს ვაგზავნით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან"

62 წლის ქალი მარნეულიდან კორონავირუსი 22 მარტს დადუდასტურდა. ის მძიმე მდგომარეობაში, ორმხრივი მპევმონიით და თანდართული დაავადებების გართულებით საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.

ამ შემთხვევის დაფიქსირებიდან 23 მარტს მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეული კარანტინზე დაიკეტა.
| Print |