რუსთავში პოლიციამ ერთერთი ქუჩა გადაკეტა [video]
ავტომობილის გაქურდვის მცდელობა რუსთავში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცმა "ჰიუნდაი"-ს ავტომობილის უკანა საქარე მინა დააზიანა და ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვას აპირებდა.

ადგილზე დროულად მივიდნენ სამართალდამცველები. მოხდა ქუჩის გადაკეტვა.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავეს, მოპარული ნივთები კი მტკიცებულებად ამოიღეს.



წყარო: inforustavi.ge
Print