საბითუმო წერტილები თბილისში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები განთავსდება
რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე განთავსდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საბითუმო წერტილები იქნება: გლდანში, დიდუბესა და ორხევში.

მისი თქმით, რეგიონებიდან პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ განახორციელებს, რომელსაც ყველა მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.

ცნობისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი ბითუმად მიაწოდონ. მისივე თქმით, ამისთვის, შპს „ჯიბეს“ ბაზაზე სპეციალური პლატფორმა შეიქმნა.

“თბილისში იხსნება სამი საბითუმო წერტილი, კერძოდ, გლდანში, წერეთელის გამზირზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნების პროდუტები განთავსდება. შპს „ჯიბეს“ აქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მანქანებით ჩავლენ რეგიონებში და ფერმერებისგან პირდაპირ ადგილზევე შეისყიდიან პროდუქტს. იქვე მოხდება ანგარიშის გასწორება“,- ამბობს თენგიზ კალანდაძე.

მისივე ინფორმაციით, ფერემერებსა და შპს „ჯიბეს“ დამაკავშირებელი რგოლი სამინისტრო და რეგიონალური შტაბი იქნება, რათა ფერმერების მობილიზება და პროდუქტის ჩაბარება ორგანიზებულად, ყველა რეკომენდაციის დაცვით მოხდეს.

„ჩვენ ვიქნებით დამაკავშირებელი რგოლი ფერმერებსა და შპს „ჯიბეს“ შორის. კერძოდ, ორგანიზება მოხდება სამინისტროს და გუბერნიასთან არსებული რეგიონალური შტაბის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე აცნობებს ფერმერებს, სად, რომელ საათზე და როგორ მოხდება პროდუქტის ჩაბარება. ეს კეთდება იმისთვის, რომ კომპანიას კარ და კარ არ მოუწიოს სიარული და ფერმერების მობილიზება ორგანიზებულად მოხდეს.

ჯერ-ჯერობით, საუბრია სამ რეგიონზე: მარნეულზე, კახეთსა და მცხეთა-მთინეთზე. შემდეგ უკვე მთელი საქრთველოს მასშტაბით მოხდება პროდუქტების შეძენა და ჩამოტანა“,-აცახდებს თენგიზ კალანდაძე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები