6 წლის ბავშვს კორონავირუსი აქვს
კორონავირუსი 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდასტურდა, რომელთაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ისინი მკურნალობას ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადიან.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19. სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარმ, მაკა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 51 პაციენტიდა 7 არასრულწლოვანია.

წყარო: İnforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები