ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.
შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა
მოწყობილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, საკვებით
მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ
ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს. დანარჩენის მდგომარეობა კი
შედარებით მსუბუქი იყო.
ამ 45 პირს Covid 19 არ დაუდასტურდა და მათმა ნაწილმა სასტუმრო უკვე
დატოვა.
შემთხვევას
სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს. ამ უწყების
პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღის ბოლომდე მოგვაწვდიან იმის
შესახებ, თუ რა გაირკვა ბათუმში, საკარანტინე სივრცეში მყოფი
ადამიანების საკვებით ინტოქსიკაცაციის შესახებ.
წყარო:
ნეთგაზეთი