N1 მარშუტკის მძღოლები სამუშაოს დაწყების დროის გასაგებად მერიასთან შეიკრიბნენ

დღეს, 27 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოძრავი N1 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ზაურ დარგალს შევხდნენ.


როგორც სამსახურის გარეშე დარჩენილი მძღოლები რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობენ, მათი ერთადერთი შემოსავალის წყარო სატრანსპორტო ხაზიდან აღებული ყოველდღიური თანხა იყო. მათი თქმით, მარნეულის მერმა შეხვედრაზე 10 მაისამდე მოცდა სთხოვა და უთხრა რომ, შესაძლოა, ამ რიცხვის შემდეგ გაირკვეს ზუსტი დრო.

„ჩვებ მძღოლებს ვუთხარით, რომ სხვადასხვა სამუშაო ადგილების გახსნის ეტაპობრივი გეგმა პრემიერ მინისტრს აქვს და ამ გეგმის მიხედვით გაიხსნება - თქვა ზაურ დარგალმა

როგოც რადიო მარნეულთან საუბრისას N1 და N2 სამარშუტო ტაქსების ხელმძღვანელმა , იური სამხარაძემ თქვა, ამ ეტაპზე, 24 მანქანა ჰყავთ გაჩერებული. ის ფიქრობს , რომ დაახლოებიით ორ კვირაში შეძლებენ ხაზზე გასვლას.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები