სოფელ ქვემო სარალში მდინარემ გზის ნაწილი ჩამოანგრია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საქარლში მდინარე დებედამ გზის ნაპირი ჩამოანგრია. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი და საშიში ხდება. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა 2011 წლიდან აქვთ და მდინარის ადიდებასთან ერთად გზის ნაპირებიც ნელ-ნელა იშლება. თავადვე გვიყვებიან, რომ ამ წლების განმავლობაში ადგილობრივ ხელისფულებას არაერთხელ მიმართეს და პერიოდულად ხდებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება გარკვეულ მონაკვეთებზე, თუმცა პრობლემა, სხვა ადგილას იჩენდა თავს.

ქვემო სარალში მცხოვრებლები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ ჯერ მუნიციპალიტეტს უნდა მიმაართონ. პირად საუბრებში შიშობენ, რომ მალე სოფელს მდინარე წაიღებს, ვინაიდან 80-100 მეტრით, მდინარე მათ გზებს უკვე მიუახლოვდა.

აღნიშნული სოფლის პრობლემა ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე იციან. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის მერის მოადგილზე ზაურ ტაბატაძე ამბობს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერაფერს გააკეთებენ.

„გუშინ, მეც, ჩემი სპეციალისტებიც და მელიორაციის უფროსიც, ყველა ვიყავით ადგილზე მისული. არ არის ეხლა იქ იმდენად საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც სასწრაფოს რეაგირებას ითხოვდეს, თუმცა , რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხ უყურადღებოდ არ დავტოვებთ და შევისწავლით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდნარე, ჯერჯერობით ერაფერს ვიზამთ“

აღსანიშნავია, რომ მდინარე დებედას ადიდების შედეგად პრობლემა სოფელ დამია-გეურარხის მოსახლეობასაც ექმნებოდა. მათ ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები
უნადრგურდებოდათ. 2019 წელს კი მარნეულის მერიამ მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 511 957 ლარი გამოიყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები